logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური IT სფეროში მოღვაწე ადგილობრივ კომპანიებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში მონაწილეობისთვის იწვევს
- +

13 სექტემბერი. 2019. 16:35

 

 

 

2019 წლის 16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით,  საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა გაიმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50  უახლესი პროგრამული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იწვევს ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადგილობრივ კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ გამოფენაში, რათა  პოტენციურ მომხმარებლებს გააცნონ საკუთარი პროგრამული პროდუქტები, გააფართოვონ    კონტაქტების ქსელი, გაეცნონ და გაიზიარონ სხვა ქვეყნებში არსებული მიღწევები და სიახლეები.

 

დეტალური ინფორმაცია გამოფენის მიმდინარეობისა და მონაწილეთა რეგისტრაციის  შესახებ კომპანიებს შეუძლიათ იხილონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე

 

https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6410&lang=1

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოფენა 2 დღეს გასტანს და 17 ოქტომბერს, კონფერენციასთან ერთად დაიხურება.

 

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით   დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების 150 წარმომადგენელი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner