სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებისგან ახალგორში ე.წ. საზღვრის გახსნაზე პასუხი არ არსებობს.
„გადასასვლელების ჩაკეტვა მათ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირეს, ხოლო როდის გაიხსნება ე.წ. საზღვარი, ამაზე პასუხი არ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით დაბა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არ დგას.
საოკუპაციო და დე-ფაქტო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორში ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს ჩაკეტეს. მისი გახსნის თარიღი ამ დრომდე კითხვად რჩება.