შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.
შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მან ამ თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი შეცვალა. მეზვრიშვილის გარდა ძველი მოადგილეებიდან პოსტს ყველა ინარჩუნებს.
ვახტანგ გომელაურს 5 მოადგილე ჰყავს: პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე
იოსებ ჭელიძე დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
15.05.1995-01.01.2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე;
21.01.2005-05.02.2015 წლებში საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე;
05.02.2015-11.05.2015 წლებში იყო შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი;
11.05.2015-01.08.2015 წლებში იყო შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დეპარტამენტის დირექტორის უფროსის მოადგილე;
01.08.2015-10.09.2019 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობაზე;
ჭელიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაინიშნა.