logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს პარტიაში
- +

16 თებერვალი. 2016. 11:46



ვინ უნდა იყვნენ ახალ საარჩევნო სიაში? - პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა, საარჩევნო სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც სტრატეგიული მუშაობის გამოცდილება აქვთ:


„სასურველია, ახალ საარჩევნო სიაში იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ამ სფეროში სტრატეგიული მუშაობის გამოცდილება აქვთ. პიროვნება, რომელიც სიაში მოხვდება არა კონკრეტული მიმართულებით უნდა იყოს განათლებული, არამედ ზოგადად პოლიტიკურ სფეროში უნდა ჰქონდეს გამოცდილება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის პარტიის დამფუძნებელია და ბუნებრივია, მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს პარტიაში", - განაცხადა საყვარელიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner