logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები თამაზ მეჭიაურს ეხვეწებიან - თქვენთან გადმოვალთო
- +

6 ივნისი. 2016. 14:44


პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტია იმისთვის შეიქმნა, რომ გამოიყვანოს სახლებიდან 60%, ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც არჩევნებზე მისვლა არ სურთ.


მისივე თქმით, პარტიის მთავარი გზავნილი სამართლიანობის აღდგენა იქნება.



ჩვენ არავის არ ვართმევთ ხმას, ჩვენ ვთხოვთ იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში არიან, რომლებსაც არავისი აღარ სჯერათ, რომ ჩვენ დაგვიჯერონ, ჩვენს გვერდზე დადგნენ და ერთად გავაკეთოთ ყველაფერი. მე გაცილებით დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის იდეის ერთგული და არიან დღესაც, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მეჭიაურის ტელეფონზე რეკავენ და ეხვეწებიან - გადმოვალთ თქვენთანო, ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი წევრები არიან", - განაცხადა ლალი მოროშკინამ

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner