logo_geo
eng_logo
რევაზ სოხაძე: თბილისის მუნიციპალიტეტმა აიღო პასუხისმგებლობა დაუმთავრებელ მშენებლობებზე და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:10

 

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისის მერიასა და კომპანია „M2“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, რომლითაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500 ოჯახს ბინები გადაეცემათ. მისი განცხადებით, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მუშაობს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეთი შედეგი დადგა.

 

„ეს საკმაოდ რთული თემაა. მერიას და მუნიციპალიტეტს შეეძლო ყველანაირად გაეწელა დრო და სამომავლოდ გადაედო საკითხი. აქ ათწლეულების პრობლემაზეა ხშირად საუბარი. მაგრამ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი მოგვარდეს. მსგავსი შეთანხმებებით, ჩვენ არა მარტო დაზარალებული ოჯახების საბინაო პრობლემას ვაგვარებთ, არამედ ქალაქის ვიზუალური მხარეც უკეთესი ხდება. მუნიციპალიტეტმა აიღო ეს პასუხისმგებლობა. მძიმე პროცესია, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახები ჩართულები არიან პროცესში, მოლაპარაკებები მათი მონაწილეობით მიმდინარეობს და სასიხარულოა, რომ ასეთი შედეგი დადგა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner