logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთეს
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:32

 

 

13 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ავტონაწილების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ზ.ი.-ს ავტომანქანის  სალონისა და სათავსოების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ავტონაწილები (საერთო წონით 479,2 კგ.) გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  3141.79 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის  168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3141.79 ლარის ოდენობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner