განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, „აუდიტორია 115"-ის წევრებს ხვალ შეხვდება.
„დღეს, 18:00 საათზე, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ შეხვედრას ტექნიკური მიზეზების გამო. ხვალ დილით, 10:00 საათზე ვიქნები სტუმრად „აუდიტორია 115"-ში. მგონია, რომ არა მარტო ხვალ, არამედ ძალიან ხშირად ვიქნები სტუმრად სტუდენტებთან. ჩემი პირდაპირი მოვალეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ ხალხთან სულ ვიმუშაო და არა მარტო მაშინ, როდესაც კრიზისია ან სირთულე", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას თქმით, გამომდინარე იქiდან, რომ მისთვის ეს პირველი შეხვედრაა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან, აპირებს, უფრო მოუსმინოს მათ, ვიდრე ისაუბროს.
„მოსმენა აკლია ხოლმე ჩვენს რეალობაში მოლაპარაკებას და სტუმრობას. ამიტომ, ხვალ მთავარი გეგმა მაინც არის, მოვისმინო. მე ვაპირებ განვაახლო ის შეთავაზება, რაც პრემიერმა გააჟღერა თავის დროზე, რომ შეიქმნას მუდმივმოქმედი პლატფორმა, სადაც ჩვენ შევძლებთ, ყველა მხარე ჩავრთოთ და ერთად გადავწყვიტოთ პრობლემები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.