logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

13 სექტემბერი. 2019. 19:03

 

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ფ.ი.-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 17 954,53 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 186,14 გრამი) გამოავლინეს.

 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner