logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დიახ, ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია
- +

14 სექტემბერი. 2019. 11:40

 

დიახ, ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია,- ამის შესახებ რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა გადაცემა „პირველების“ ეთერში განაცხადა.

 

როდესაც ადამიანი იგებს ტენდერს, ძალიან კონკრეტული პირობებით და სხვა ადამიანები ვერა, იმიტომ, რომ ეს პირობები მათთვის მიუღებელია და კაცი ამბობს, რომ მე მოვიგე იმიტომ, რომ ვიცოდი რომ ეს შეუსრულებადი იყო, მაგრამ მერე მქონდა ცვლილებების იმედი და ამის შემდეგ იწყებ ომს სახელმწიფოსთან, რომ შემიცვალეთ პირობები. სახელმწიფო მოგყვება, მაგრამ მერე სადღაც მთავრდება. ბოდიში, მაგრამ ვეღარ გამოგყვები. ამის შემდეგ კი ის იწყებს გაცხადებულ, ღია ომსცილისწამებას, დაშანტაჟებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ, – განაცხადა სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner