ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 2,5-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მოასფალტება დაიწყო. გზის მშენებლობის პირველი ეტაპი ერთი თვის ვადაში დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი 2017 წელს დაიწყება. პროექტი სანიაღვრე არხების მოწყობასაც ითვალისწინებს.
დვაბზუში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გმგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
„დავიწყეთ სოფელ დვაბზუსა და ბახვის დამაკავშირებელი 2,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, რომელიც კეთდება კაპიტალურად, სანიაღვრე არხებთან ერთად. 2017 წელს პროექტი გაგრძელდება და ბახვის ცენტრალ მაგისტრალს შეუერთდება. უახლოეს პერიოდში გზის სამშენებლო სამუშაოებს კიდევ 5 სოფელში დავიწყებთ", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გზამშენი 18" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.