logo_geo
eng_logo
კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს
- +

14 სექტემბერი. 2019. 16:55

 

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაზები დაათვალიერეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს. მეფუტკრე ფერმერებმა ინფორმაცია საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, საშემოდგომო სამუშაოების და ფუტკრის საკვები ბაზის, ასევე მეფუტკრეობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების შესახებ მიიღეს.

 

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. დღეისათვის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების 20-დან 80%-მდე გაუჩინარებულია.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას  მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner