logo_geo
eng_logo
ქვეყნის საზღვარზე 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
- +

14 სექტემბერი. 2019. 17:00

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“ სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner