logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელში ზონდერები ჩაიყვანა
- +

6 ივნისი. 2016. 15:36


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟვანიას განცხადებით, კორცხელის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია იყო.  ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებაში მისთვის კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა.


 

„კორცხელის ინციდენტი არის სამწუხარო ეპიზოდი, რომელიც უკვე აღმოფხვრილია. ხელისუფლებისთვის ეს იქნება გაკვეთილი.კორცხელის ინციდენტი იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. მათ კორცხელში ჩაყვანილი ჰყავდათ ზონდერები, რომლებიც  გაილახნენ ჩვენი აქტივისტების მიერ. მოსალოდნელია მსგავსი პროვოკაციები ოქტომბერშიც, მაგრამ გვაქვს ყველა ბერკეტი,  აღიკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებაში  არის გარკვეული კითხვის ნიშნები, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ორი მხარე იყო ჩხუბში. თუ სისხლისსამართლებლივი პასუხისგება დგება, უნდა დამდგარიყო ორივე მხარის", - განაცხადა ჟვანიამ.


შეგახსენებთ, რომ კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ხუთ პირს: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა  და გრიგოლ ტყემალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7-ათასლარიანი გირაო, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ 2016 წლის 3 ივნისს მიიღო. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner