logo_geo
eng_logo
სოფელ ჩაქვისთავში ფოლკლორის ფესტივალი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა
- +

13 სექტემბერი. 2019. 19:52

 

სოფელ ჩაქვისთავში ფოლკლორის ფესტივალი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ფოლკლორული ნომრები, ადგილობრივმა ჯგუფებმა შეასრულეს. ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები.

 

მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ადგილობრივი პროდუქტებისა და ნაწარმის:  ლუდი, ღვინო, თაფლი, ჭაჭა და ა.შ.

 

წარმოდგენილი იყო ქობულეთის მუზეუმის,  საზოგადოებრივი კოლეჯისა და ადგილზე მოქმედი კაფეების კუთხეები.

 

გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდში შეჯიბრება, კულინარიული მასტერკლასები სხვადასხვა კერძების მომზადებაში.      

                 

ღონისძიება  ბენდ „ორიონის“ კონცერტმა დაასრულა.

 

ფოლკლორის ფესტივალი ჩაქვისწყლის ხეობაში გასული საუკუნის 90-იან წლებიდან აღინიშნება.

 

სტუმრებსა და ადგილობრივებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ "ჩაქვისთავობა" მიულოცა. ფესტივალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner