სოფელ ჩაქვისთავში ფოლკლორის ფესტივალი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა.
ღონისძიებაზე ფოლკლორული ნომრები, ადგილობრივმა ჯგუფებმა შეასრულეს. ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები.
მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ადგილობრივი პროდუქტებისა და ნაწარმის: ლუდი, ღვინო, თაფლი, ჭაჭა და ა.შ.
წარმოდგენილი იყო ქობულეთის მუზეუმის, საზოგადოებრივი კოლეჯისა და ადგილზე მოქმედი კაფეების კუთხეები.
გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდში შეჯიბრება, კულინარიული მასტერკლასები სხვადასხვა კერძების მომზადებაში.
ღონისძიება ბენდ „ორიონის“ კონცერტმა დაასრულა.
ფოლკლორის ფესტივალი ჩაქვისწყლის ხეობაში გასული საუკუნის 90-იან წლებიდან აღინიშნება.
სტუმრებსა და ადგილობრივებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ "ჩაქვისთავობა" მიულოცა. ფესტივალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.