logo_geo
eng_logo
რომის პაპი სამუდამო პატიმრობის წინააღმდეგია
- +

14 სექტემბერი. 2019. 21:58

 

რომის პაპი ფრანცისკე სამუდამო პატიმრობას ახლის დასაწყისის იმედის შეზღუდვად აფასებს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა იტალიის პენიტენციური პოლიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „Prensa Latina“ ავრცელებს.

 

„სამუდამო პატიმრობა არ გთავაზობს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ თვითონ წარმოადგენს პრობლემას. არ შეიძლება, ადამიანს ახლის დასაწყისის უფლება წაართვა.

 

საზოგადოება ვალდებულია არ გადაუჭრას ადამიანს იმედი და გააკეთოს ყველაფერი, რათა სასჯელმა იმედის უფლება არ შეზღუდოს“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner