logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა
- +

6 ივნისი. 2016. 15:38


პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა.



პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც რუსეთში იხდიან მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით.

2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება", -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.




მისივე თქმით, გათავისუფლებულების გვარებს არ ასახელებს იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა მათ არ სურდეთ ვინაობის გამჟღავნება.

აბაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დარჩა და ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გათავისუფლდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner