ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის ღვთისმშობლობა, შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. წირვას შევასრულებთ სიონის საპატრიარქოს ტაძარში. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს.