logo_geo
eng_logo
აშშ-ის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი საქართველოს პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს
- +

6 ივნისი. 2016. 15:58


საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის აღნიშნავს. 


საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპი დაესწრო.

 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, მდივნის უფლებამოსილების განხორციელებისას, მქონდა პატივი, ჩემი ხელისუფლების სახელით მიმეღო მონაწილეობა GATT-ის ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. თუმცა, არსად მინახავს ასეთი დინამიური, თბილი, პროგრესირებადი და წარმატებებით სავსე ადგილი, როგორიც საქართველოა", - განაცხადა მაიკლ ესპიმ.



მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს განვითარების თანმიმდევრული გეგმა აქვს, სადაც ზედმიწევნით საინტერესოდაა წარმოდგენილი განათლების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების, სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მისეული ხედვა.



ამ ადამიანს შესანიშნავი ხედვა აქვს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ამდენად, ჩემი  დირექტორთა საბჭოს წევრობის მიუხედავად, მსურს, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში წარმატება ვუსურვო მას", - აღნიშნა CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილმა მდივანმა მაიკლ ესპიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner