ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა (55 კგ) ფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი, ხორლან ზაკანშა 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ სპორტსმენს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ დიდ წარმატებას.