logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ხელისუფლება მეშახტეების გაფიცვის პროცესში იმაზე მეტად არ უნდა ჩაერიოს, ვიდრე დღეს ერევა
- +

27 თებერვალი. 2016. 12:50


„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ტყიბულში მეშახტეების გაფიცვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რადგან უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში სოციალურ საკითხთან დაკავშირებით აქციები არ გამართულა. ამის შესახებ კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლებას სწორი გზა აქვს არჩეული და იმაზე მეტად არ უნდა ჩაერიოს პროცესებში, ვიდრე დღეს ერევა.


„საქართველოსთვის უჩვეულო მოვლენა ხდება. პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც სოციალურ საკითხებზე ხდება ადამიანების გამოსვლა და საპროტესტო აქცია. ეს მოვლენა განსხვავებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის არსებული კონფლიქტი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინახოს ის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ამ ორ სუბიექტს შორის. თუ მართლაც არის ხელშეკრულებაში საუბარი, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას, მოახდინოს დაქირავებულების ხელფასის ინდექსაცია, დაქირავებულებს შეუძლიათ, სამართლებრივი გზით იბრძოლონ.

 

რაც შეეხება ხელისუფლების უფრო მეტად ჩარევას, ვიდრე ეს დღეს ხდება, დაუშვებელია. არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ხელისუფლება ერეოდეს იმაზე მეტად, ვიდრე მას ამის კომპეტენცია და უფლება გააჩნია. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს, რამდენად არის დაქირავებული მუშების უფლებები დაცული. სხვა ურთიერთობებში ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner