ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგოლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟვანიას განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები სისხლისსამართლებლივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2"-საც მართავს.
„ვხედავთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიერ. გვარამიას ბოლოდროინდელი განცხადებები - თუ მოსამართლეები არ მიიღებენ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას, მკაცრად დაისჯებიან და ა.შ აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. იქ არის პირდაპირი ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა მოსამართლეების მიმართ. „რუსთავი 2" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთისგან განუყოფელია, ორივეს მიხეილ სააკაშვილი მართავს", - განაცხადა ჟვანიამ.