logo_geo
eng_logo
ახალგორი კვლავ ჩაკეტილია, მოსახლეობას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე წვდომა არ აქვს
- +

16 სექტემბერი. 2019. 15:18

 

ახალგორის ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაკეტილია, რის გამოც ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გადაადგილება შეზღუდული აქვს.

 

ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა სააგენტო „პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ საოკუპაციო ზოლზე მდებარე გამშვები პუნქტი კვლავ დაკეტილია, რაც ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს.

 

მისივე თქმით, ბლოკპოსტზე ვითარება თითქმის 2 კვირაა, უცვლელია.

 

 

„მოსახლეობა შეშფოთებული და უიმედოა, ვინაიდან არავინ იცის, როდის გაიხსნება ე.წ. საზღვარი და როდის შეძლებს მოსახლეობა გადაადგილებას, გზა კვლავ ჩაკეტილია“, - თქვა თინიკაშვილმა.

 

ახალგორის ე.წ საზღვარი საოკუპაციო ძალებმა ქართველი მოსახლეობისთვის 4 სექტემბერს ჩაკეტეს.

 

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელეს. მოსკოვმა მალევე ეს ორი ტერიტორია დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner