logo_geo
eng_logo
სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
- +

16 სექტემბერი. 2019. 16:56

 

სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ობიექტი  უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკით, საწოლებით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ჯგუფებში შეტანილია სახელმძღვანელოები და სათამაშოები. ბაღში 3 ჯგუფი იფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება  105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

 

ამ დროისთვის ბაღში 80 ბავშვი გადის სააღმზრდელო პროცესს.

 

პროექტის მიხედვით, ბავშვებისთვის  მოეწყო და მოწესრიგდა ბაღის ეზო.

 

 საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ინვენტარსა და ეზოს მოწესრიგებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner