logo_geo
eng_logo
ახალი სასწავლო წელი სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს
- +

16 სექტემბერი. 2019. 16:57

 

ახალი სასწავლო წელი  სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან , ქობულეთის მერთან, უმაღლესი საბჭოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა . სტუმრებმა განახლებული სკოლა დაათვალიერეს.      

 

სკოლაში მთლიანად შეიცვლა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

 

სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დახმარებით მოხდა. ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში სულ 200 მოსწავლე ირიცხება.

 

წელს მუნიციპალიტეტში მდებარე 46 საჯარო სკოლიდან 8-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner