ახალი სასწავლო წელი სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან , ქობულეთის მერთან, უმაღლესი საბჭოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა . სტუმრებმა განახლებული სკოლა დაათვალიერეს.
სკოლაში მთლიანად შეიცვლა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დახმარებით მოხდა. ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში სულ 200 მოსწავლე ირიცხება.
წელს მუნიციპალიტეტში მდებარე 46 საჯარო სკოლიდან 8-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.