logo_geo
eng_logo
გურიის პოლიციამ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
- +

17 სექტემბერი. 2019. 15:14

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი facebook-ის მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის I ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner