ტრაგედია თურქეთში: სასკოლო ავტობუსი სარწყავ არხში გადავარდა. დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის, 6 მოზარდი და 8 უფროსი. გარდაცვლილთა შორის არიან მასწავლებელი, ავტობუსის მძღოლი და მძღოლის ასისტენტი.
დაშავებულია 20-მდე პირი. ისინი უახლოეს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ოსმანიეს ავტომაგისტრალზე მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.
წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.