logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: 2016 წელს საქართველო მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას
- +

6 ივნისი. 2016. 17:36



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მაღრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისგან საქართველოს  აქვს დადებითი შეფასება და  2016 წელს მიღებული იქნება  ვიზა-ლიბერალიზაცია, რადგან  ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება შეასრულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


„საქართველოს ხელისუფლებას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი აქვს გაკეთებული. ქვეყანამ  მთლიანად შეასრულა ყველა დაკისრებული ვალდებულება. შრომის კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ ევროლიბერალიზაციის მოთხოვნის მიხედვით. ცვლილებები იყო ძალიან რთული, რადგან კოდექსი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო, ყველა მოთხოვნისგან უკან იყო. არცერთი მაღალი სტრუქტურა არ ამბობს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს არ მიეცემა უახლოეს 3-4 თვეში. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისგან გვაქვს დადებითი შეფასება. 2016 წელს საქართველო მიიღებს  ვიზა-ლიბერალიზაციას", - განაცხადა მაღრაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner