logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ
- +

18 სექტემბერი. 2019. 11:26

 

პარლამენტის  დამოუკიდებელი წევრები, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარტიის პოლიტიკური მდივანი ზვიად კვაჭანტირაძე  საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ტიტუს კორლატეანს და  კლოდ კერნს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მთავარი თემები იყო მართლმსაჯულების რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი.

 

„ეს შეხვედრა შედგა თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ინიციატივით ჩვენი ახალი პარტიის „სამართლიანობისთვის“ ფორმატში, რაც  ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  ყველაზე დიდი დრო შეხვედრაზე დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევის პრობლემატურ საკითხს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდება ამ პროცესებს და მონიტორები სწორედ იმიტომ არიან ჩამოსულები საქართველოში, რომ მოამზადონ ახალი ანგარიში. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს დემოკრატიულ კურსს და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აღებული ვალდებულებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ის, რომ დღეს ჩვენ ამ დემოკრატიის კუთხით ნაბიჯები უკან გადავდგით წარსულში, გამოიხატა სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით დაშვებულ  ძალიან სახიფათო კომპრომისებში, რაც უთუოდ იქნება ევროპის საბჭოს მხრიდან რეაგირების და კრიტიკული შეფასების საგანი. ჩვენ ამ თემებზე საკამოდ ბევრი ვისაუბრეთ. ისინი დააკვირდებიან ამ პროცესებს და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება  საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში“, - აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

 

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე წინასაარჩევნო გარემოს.

 

„დღეს განვიხილეთ მთელი რიგი მიმდინარე საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე.  ვისაუბრეთ ქვეყანაში ნაადრევად დამდგარ წინასაარჩევნო გარემოზე  და იმ ვალდებულებებზეც, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს წლების წინ ევროპის საბჭოს წინაშე. ჩვენს ევროპელ კოლეგებს  გავაცანით  ჩვენი ხედვები ამ თემებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner