logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

18 სექტემბერი. 2019. 12:30

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, ქ.ოზურგეთში დ.ნ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლის ძმასთან ი.მ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით  დ.ნ.-ს  დანით ბეჭის,  მხრის და გულმკერდის არეში  დაზიანებები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დ.ნ.-ს გადარჩენა მოხერხდა. 

 

სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ  7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner