ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.