logo_geo
eng_logo
ბიზნესის ნულიდან შექმნისა და მასშტაბირების უანალოგო 45-დღიანი პრაქტიკული პროექტი
- +

6 ივნისი. 2016. 17:48


 

კომპანია „ინტელექტიკა" 8 წელია ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, პიროვნული ზრდისა და ბიზნესის განვითარების სფეროში. 1 წელია, რაც კომპანიამ გახსნა ახალი ხაზი - „ბიზნეს ინტელექტიკა" და უკვე მის ფარგლებში ჩაატარა ათობით სემინარი, მასტერკლასი და შეხვედრა როგორც ბიზნესმენებთან, ისე სტარტაპერებსა და სტუდენტებთან.


8 მაისს, „ბიზნეს ინტელექტიკამ", პირველად საქართველოში, გამართა ბიზნეს-სამიტი, რომელსაც დაესწრო 300-მდე მოქმედი და დამწყები ბიზნესმენი.სამიტს უძღვებოდნენ პრაქტიკოსი ბიზნესმენები - „ინტელექტიკას" დამფუძნებელი გიორგი თვალაძე და „ინტელექტიკას" ბიზნეს-პარტნიორი ირაკლი ბლიაძე.


სამიტზე გამოიკვეთა საქართველოში მოქმედ ბიზნესმენთა აბსოლუტური უმრავლესობის პრობლემები, რაც დღევანდელი კონკურენციისა და კრიზისის პირობებში, მათ ბიზნესებს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს. ასევე, განხილულ იქნა თანამედროვე ბიზნეს-მოდელი და ინტერნეტიდან მომხმარებლების გენერირების მსოფლიოში აპრობირებული მარკეტინგული მეთოდები და ინსტრუმენტები, როგორებიცაა: კონტენტ-მარკეტინგი, SMM მარკეტინგი, გაყიდვების ძაბრი, პროდუქტების ხაზი, ბიზნესის შეფუთვა, გამყიდველი გვერდებითა და სკრიპტებით გაყიდვების ოპტიმიზაცია.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესის შეფუთვის თემას, რადგან როგორც გამოიკვეთა, საქართველოში წარმოდგენილი ბიზნესების 95% სრულად არ არის შეფუთული და არ იყენებს სტრატეგიულ მარკეტინგს.


სამიტის ბოლოს გაიმართა „ინტელექტიკას" ახალი 45-დღიანი პრაქტიკული პროექტის „Business Formula #1"-ის პრეზენტაცია, რომელსაც დარბაზშივე შემოუერთდა 30 დამწყები და მოქმედი ბიზნესმენი.


პროექტმა სტარტი აიღო 28 მაისს. იგი 7 ძირითადი შეხვედრისგან შედგება, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ქმნიან და ფუთავენ საკუთარ ბიზნესს. შეხვედრების თემებია: ნიშის აღმოჩენა და დატესტვა, ბაზრის და კონკურენტების ანალიზი, უნიკალური სავაჭრო წინადადებების შექმნა, გამყიდველი საიტების შექმნა, ეფექტური მოლაპარაკებები, SMM მარკეტინგი, ეფექტური სარეკლამო კამპანიის შექმნა და ჩაშვება, გამყიდველი სკრიპტების შექმნა, გაყიდვების განყოფილების შექმნა, მენეჯმენტი, კომპანიის შეფუთვა.


მონაწილეებმა განსაზღვრეს 45-დღიანი ფინანსური გეგმა, რომლის პირველი ეტაპი უკვე პირველივე კვირის დავალებების შესრულებისას გაიარეს და მითითებულ დელტას (აუცილებლად გამოსამუშავებელ თანხას)- 300 ლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს.


ახლა კი შემოგთავაზებთ პროექტის ავტორებისა და წამყვანების - გიორგი თვალაძისა და ირაკლი ბლიაძის კომენტარებს პროექტთან დაკავშირებით.

 

 

გიორგი თვალაძე: ჩვენი პროექტი შემიძლია შევადარო ერთგვარ კონვეიერს, სადაც ადამიანი შემოდის თავისი A წერტილით (ფინანსურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა) და გადის რადიკალურად განსხვავებული აზროვნებითა და ფინანსური მდგომარეობით.


ჩვენ - კარგი გაგებით - ვაიძულებთ მონაწილეებს, უმოკლეს დროში დადონ შედეგი... თანაც შედეგი არა გაურკვეველ მომავალში, არამედ მომენტში აქ და ამჟამად, დადონ კონკრეტული და ხელშესახები შედეგი. დღეის მონაცემებით, მონაწილეების დიდმა ნაწილმა უკვე სრულად ამოიღო პროექტში ინვესტირებული თანხა და პლუსშიც გავიდა (სამი სესიის განმავლობაში).


პროექტის მოკლე მონახაზს თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ - ჩვენ ვიწყებთ ნიშის აღმოჩენით (თანაც მნიშვნელობა არ აქვს, მოქმედი ბიზნემენი ხართ თუ დამწყები) და მივდივართ იუველირული სიზუსტით - საიტები (შეფუთვა), პროდუქტების ხაზი, ტრაფიკი (რეკლამა - უფასო/ფასიანი), კონტენტ სტრატეგია, გაყიდვები (განყოფილების შექმნა), მასშტაბირება (გუნდის შექმნა)... და ეს ყველაფერი სულ რაღაც 45 დღეში.


აქ ადამიანები რამდენიმე დღეში ასწრებენ იმდენის გაკეთებას, რასაც უმრავლესობა წლებს ანდომებს და მაინც ვერ ახერხებს.


ჩვენ შევქმენით ინტელექტუალ ბიზნესმენთა საზოგადოება, სადაც უბრალოდ, შეუძლებელია არკეთება!

 

ეს საზოგადოება დიდი ჯანსაღი ორგანიზმივითაა, რომლის მთავარ უპირატესობას არა ცოდნა, არამედ თავად მონაწილეები წარმოადგენენ. წარმოიდგინეთ განსხვავებულად მოაზროვნებიზნესმენთა მჭიდრო კავშირი - საზოგადოება. აქ არიან როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალბედა, დამწყები ბიზნესმენები, რომლებსაც მიუხედავად მრავალი განსხვავებისა, ერთი საკვანძო ფაქტორი აერთიანებთ - ისინი არ ეგუებიან სტატუს-კვოს და ამსხვრევენ სტერეოტიპებს.


მონაწილეები დაყოფილი არიან გუნდებად (ხუთი ადამიანი ჯგუფში). კვირაში ერთხელ გუნდიდან ხდება ერთი ლიდერის შერჩევა. ლიდერის ამოცანაა - მთელი კვირის მანძილზე მართოს გუნდი და დაეხმაროს მათ დავალებების ეფექტურად შესრულებაში. ლიდერი პასუხისმგებელია, თავისი გუნდის, მენტორებთან (ჩვენთან) ეფექტურ და ხარისხიან კოორდინაციაზე. მას აქვს ბერკეტი - ყოველდღიურად, „დღის ქულით" შეაფასოს თავისი გუნდის წევრები და კვირის ბოლოს, ამ გზით გამოავლინოს ეფექტური და არაეფეტური მონაწილე. ჩვენ კი, მენტორები, ასევე, დღის ქულით ვაფასებთ ლიდერებს. ეს ყველაფერი ხდება ფეისბუქის დახურულ ჯგუფში. კვირაობით კი, ვიკრიბებით ყველა ჩვენთან ოფისში და გავდივართ რამდენიმე საათიან სესიას, სადაც ვარჩევთ განვლილ კვირას და ვგეგმავთ მომდევნოს. მონაწილეები იღებენ კონკრეტულ დავალებებს, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში უნდა შესრულდეს. ვინც არ ასრულებს დავალებებს, ვერ ესწრება და ეთიშება სესიებს, მის გუნდს კი უარყოფითი ქულა ეწერება. ასევე, შუა კვირაში ვხვდებით ლიდერებს და კორექტივები შეგვაქვს მათი გუნდების მოძრაობაში.


მოკლედ, პრაქტიკულ ბიზნეს მოქმედებებთან ერთად, ეს არის კარგი გართობა, თანამოაზრეების შეძენა, მართვის უნარ-ჩვევების შესწავლა და მოწინავე ბიზნეს-მოდელის დანერგვა - საკუთარი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის.


მე მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და შევქმენით უანალოგო პროექტი, რომელიც ადამიანებს რეალურ დროში რეალური ცვლილებების მოხდენაში ეხმარება.


მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩემი გუნდის წევრებისა და პროექტის მონაწილეების მიმართ. მეგობრებო, თქვენ ნამდვილი ლიდერები ხართ, რომლებიც რეალურად ცვლით ისტორიას.


ირაკლი ბლიაძე: პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ  „Business Formula #1"  ანუ BF#1- ეს არის ყველაზე  პრაქტიკული პროექტი, რაც  კი აქამდე საქართველოში შექმნილა და განხორციელებულა. პროექტის მიზანია, რეალურ დროში მონაწილეებმა შექმნან რეალური ბიზნესი ან მოახდინონ უკვე არსებულის მასშტაბირება.


რასაც პირველ რიგში ვაკეთებთ მონაწილეებთან ერთად, ვიგებთ მათ A წერტილს, ანუ  რამდენი აქვთ შემოსავალი ახლა. შემდეგ ვსახავთ B წერტილს, ანუ რამდენზე უნდა  გავიდნენ 45 დღეში და შემდეგ მოქმედებაში მოგვყავს დეკომპოზიცია, ანუ ვითვლით საშუალო ჩეკს, ROI-ის, შემდეგ B წერტილს ვყოფთ საშუალო ჩეკზე და  ვიგებთ, რამდენი  გაყიდვა უნდა დავსვათ იმისათვის, რომ გამოვიმუშაოთ Bწერტილი. ამის  შემდეგ  კი  საქმეში შემოდის თანამედროვე  ბიზნეს-სტრატეგია, რომელიც  ასე  გამოიყურება:


ნიში x პროდუქტი x შეფუთვა x ტრაფიკი x ლიდი x გაყიდვა =  შედეგი


მოხარული  ვარ, რომ ჩვენმა  მონაწილეებმა ეს ყველაფერი კარგად გაითავისეს და დანერგეს. განვლილი 3 სესიის შედეგები შთამბეჭდავია - რამდენიმე სტარტაპერმა უკვე  გამოიმუშავა1700, 1500, 700 ლარი. არის პრეცედენტი:  ერთ-ერთმა მონაწილემ  ამ პროექტის  ფარგლებში გამოიმუშავა 3000 ლარი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი  მაინც შექმნილი  გარემოა, ანუ  წარმატებულიადამიანების„ტუსოვკა". რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ისინი ამ კვირაში  გეგმავენ, მოაწყონ ექსკურსია ერთმანეთის  ბიზნესებში და გააანალიზონ ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები!


მინდა, ყველა მონაწილეს ვუსურვო დასახული მიზნის მიღწევა და საკუთარი საქმიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება!


ასევე, მაქვს სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც აინტერესებს და სურვილი აქვს, შეისწავლოს თანამედროვე გაყიდვების ალქიმია. გეპატიჟებით უფასო მატერკლასზე, რომელსაც  ჩავატარებთ 11 ივნისს. მასტერკლასზე მოსახვედრად, დაჯავშნეთ თქვენი ადგილი აქ>>http://inteleqtika.biz/sf1


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner