ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„14-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (ჯამში, 82 აბი) და კანაფის ზეთი (50 მლ და 120 კაფსულა) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.