logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდა, ეკონომიკის გამოცოცხლებას ნიშნავს
- +

6 ივნისი. 2016. 17:51



ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ მიხეილ დუნდუას შეფასებით, ბიზნესსექტორში დასაქმების მაჩვენებლების ზრდა, ეროვნული ვალუტის გამყარებაზე დადებითად აისახება.


ექსპერტის განმარტებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლების ფაზაშია.


ჩვენ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლების აქტიურ ფაზაშია. ჩვენ ლარის სტაბილიზაცია-გამყარება მივიღეთ, ასევე, სუფთა ექსპორტის და ტურიზმის ზრდა, რაც ბუნებრივია, დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესობაში აისახებოდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომდევნო პერიოდში, ტრენდი თუ აღმავალი იქნება, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება შემდგომ კვარტლებშიც. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს - ლარი იქნება უფრო მყარი, ვიდრე არის დღეს",- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 5,9%-ით არის გაზრდილი ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner