logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: პარლამენტარებმა უნდა წარმოადგინონ ანგარიში
- +

6 ივნისი. 2016. 17:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მაღრაძის აზრით, საპარლამენტო მივლინებების შემდეგ პარლამენტის წევრებმა საზოგადოებას უნდა წარმოუდგინონ ანგარიში, რათა აღარ იყოს კითხვები უცხოეთში მივლინებებთან დაკავშირებით.

 

„პარლამენტში არ არის ე.წ. ანგარიში. ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალეობის მუდმივმოქმედმა საბჭომ აიღო, არის, რომ ასეთი ტიპის ანგარიშები უნდა იყოს წარმოდგენილი. პარლამენტარმა, რომელიც საპარლამენტო მივლინებით მიდის უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს შედეგები, რათა აღარ იყოს საზოგადოებაში კითხვის ნიშნები", - განაცხადა მაღრაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner