logo_geo
eng_logo
ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია
- +

6 ივნისი. 2016. 17:54



7 ივნისს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია მოეწყობა. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნუგზარ მეძმარიაშვილის მიერ შესრულებული 15 ფერწერული, 16 გრაფიკული, 33 ციფრული ფერწერის და 11 ციფრული გრაფიკის, სულ 75 ნამუშევარი. მათ შორის, უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება, რადგან დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა.


ნუგზარ მეძმარიაშვილი - საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დაიბადა 1945 წელს ქ. თბილისში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი სადიპლომო ნამუშევარი, მოზაიკური პანო „პრომეთე" სამხატვრო აკადემიის მიერ იქნა რეკომენდებული და შესრულდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. ნუგზარ მეძმარიაშვილი 1971 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ხოლო 1982-87წ.წ. საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი. 1982 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1987-89წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პრორექტორი. მისი ნამუშევრები არის საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის, ისრაელის, უნგრეთის და რუსეთის კერძო კოლექციებში. გამოფენა 15 ივნისამდე გაგრძელდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner