logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ირანთან ომზე საუბარი არ არის
- +

18 სექტემბერი. 2019. 23:54

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში ირანთან ომის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა „არის ბევრი ვარიანტი“.

 

ეს განცხადება აშშ-ის ლიდერმა სან დიეგოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ტრამპის თქმით, აშშ-ი 48 საათში ირანის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს შემოიღებს.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. აშშ-სა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ იერიში ირანმა მოაწყო. თეირანმა ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner