logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს
- +

19 სექტემბერი. 2019. 10:30

 

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს.

 

„კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაიწყო. მანევრებში 10 000 სამხედრო მოსამსახურე, ასევე არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ავიაცია მონაწილეობს.

 

„სწავლების დროს მუშავდება ტაქტიკური ქმედებები, როგორც არმიის ავიაციის, ისე უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე სახმელეთო საჰაერო თავდაცვითი და რადიოლოკაციური დანაყოფების მონაწილეობით, რა დროსაც გამოიყენებენ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს და გამოცდილებას, რომელიც სამხედროებმა მათ შორის სირიის რესპუბლიკაში მიიღეს“, – წერს „კავკაზკი უზელი“.

 

სწავლების დროს გამოყენებული იქნება 50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, ასევე 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner