6 ივნისს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების ფინალი გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ფესტივალის მეორე ტურში გამარჯვებული ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შემკრებები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ლაურეატი ანსამბლები. ფინალურ კონცერტს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან.
„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „Check in Georgia" ტარდება.
ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას; ხელს უწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, ფესტივალის ფარგლებში, გამოიცემა DVD ალბომი - „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" და ლაურეატთა ბუკლეტები.