logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკმა“ ახალი პროდუქტი - იპოინვესტიცია წარადგინა
- +

19 სექტემბერი. 2019. 11:30

 

 

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის - იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი.  იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების  შესაძლებლობა, „საქართველოს ბანკი“ მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა  მისი გაქირავების მიზნით.  ასეთ შემთხვევაში, ბანკი  სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის  გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი,   გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი.

 

იპოინვესტიციის  შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner