logo_geo
eng_logo
19 სექტემბერს „რუხის სავაჭრო ცენტრში“ პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

19 სექტემბერი. 2019. 11:31

 

 

19 სექტემბერს, 11:30 სთ, „რუხის სავაჭრო ცენტრში“ „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“,   პრეზენტაცია გაიმართება.

 

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს  ერთობლივი პროექტით, საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ USAID -ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი,  „USAID Zrda“-ს  ხელმძღვანელი ქეთი ჭუმბურიძე, ასევე „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები

 

შეკრებილ საზოგადოებას პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ შესახებ ინფორმაციას „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი გიორგი ლომიძე და „USAID Zrda“-ს  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტი საბა სარიშვილი გააცნობენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.

 

 მისამართი: ზუგდიდს რაიონი. სოფელი რუხი, „რუხის სავაჭრო ცენტრი“

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner