logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია პოლიტიკური ველი, მით უკეთესია ქვეყნისთვის
- +

19 სექტემბერი. 2019. 11:36

 

 

„რაც უფრო მეტად იქნება დივერსიფიცირებული პოლიტიკური ველი, მით უკეთესია საქართველოსთვის“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ განაცხადს.

 

„არ მომისმენია, რას ჰპირდებიან ამომრჩეველს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. არ მგონია, რომ მათი ღერძი მიმართულება იყოს არჩევნებში ანაკლიის თემით წასვლა. რას პირდები ამომრჩეველს, რა  კონკრეტული გეგმა გაქვს - ამის მიხედვით გვექნება აზრი, ისინი ჩვენი კონკურენტები არიან თუ არა“,- განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზვიად ძიძიგურმა.

 

მისივე შეფასებით, 2020 წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ორპოლუსიანი არჩევნები დასრულდება, ხოლო ის, თუ რამდენ მანდატს მიიღებს ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტია, დამოკიდებული იქნება იმ პროგრამაზე, რომელსაც ისინი ამომრჩეველს შესთავაზებენ.

 

„ჩვენ კარგად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ, გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია თავად ხალხთან გასაუბრება, ხალხისთვის იმ პროგრამების შეთავაზება, რის გამოც მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით.

 

ვფიქრობ, რომ დაახლოებით, 30-მდე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. აუცილებლად  იქნება საჭირო კოალიციური შეთანხმება  და მიმაჩნია, რომ საქართველო პოლიტიკურად მიდის  იმ კონდიციამდე, როდესაც მან პირველად, თავისი უახლესი ისტორიის პირობებში, პირველად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერობაში, ის, რომ რომელიმე პარტიამ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა, ნაკლებად შესაძლებელი მგონია, იმიტომ, რომ  დიდი კონკურენცია იქნება პოლიტიკურ ველზე. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლისთვის უპრეცედენტო აქტივობის არჩევნებს მივიღებთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner