logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება
- +

19 სექტემბერი. 2019. 12:25

 

 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებულ მოდელზე მუშაობს.

 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბევრი პრობლემა კურორტების ადმინისტრირებას უკავშირდება და უმეტესად ამის მიზეზი ისაა, რომ თვითმმართველობას არ გააჩნია საჭირო არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი.

 

„თუ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს ინიციატივას, ცვლილების საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევა, მუნიციპალიტეტებს საკრებულოების გადაწყვეტილებით შესაძლებლობას მისცემს, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სათანადო მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, ესაა - პარკირება, ნარჩენების გატანა, მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ პროცესის ზედამხედველობა და სხვა. საუბარია ისეთი ტიპის დასახლებებზე, როგორიცაა ბაკურიანი, უშგული, გუდაური, ურეკი“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საკურორტო დასახლებებში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი სსიპ შეასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც დიდ ქალაქებში ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner