logo_geo
eng_logo
შსს ქარელთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის დროსაც პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა, ინფორმაციას ავრცელებს
- +

19 სექტემბერი. 2019. 23:14

 

შსს ქარელთან, დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა, ინფორმაციას ავრცელებს.

 

„დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის 109-ე კილომეტრზე, დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი, 1988 წელს დაბადებული გ.ტ. ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს, რომელსაც ამ წუთებში შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი - პატრულ ინსპექტორები: გ.ტ. და გ.ხ.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში მალევე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, გ.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner