მაიკ პომპეო: აშშ-ი მუშაობს კოალიციის შექმნაზე, რომელიც ირანისგან მომავალი საფრთხეების განსაზღვრაზე იმუშავებს
-
+
20 სექტემბერი. 2019. 01:04
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ი კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ირანისგან მომავალი საფრთხეების განსაზღვრაზე იმუშავებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობს.
„ჩვენ აქ ვართ, რათა შევქმნათ კოალიცია, რომლის მიზანიც მშვიდობის უზრუნველყოფაა. ეს არის ჩემი მიზანი, სწორედ ამას ელოდება ჩემგან პრეზიდენტი“, – ეს განცხადება მაიკ პომპეომ საუდის არაბეთში, ტახტის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მაიკ პომპეოს კოალიციის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
წყარო :