logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „რუსთავი 2“-ს შეეშინდა, ივანიშვილს არხის ცრუ პროპაგანდა თავდაყირა არ დაეყენებინა!
- +

6 ივნისი. 2016. 18:37



„ბიძინა ივანიშვილს, როგორც რესპონდენტს, სრული უფლება აქვს, მისი სურვილის შესაბამისი პირობები წამოუყენოს მედიასაშუალებას", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „TV პირველის" ეთერში განაცხადა.


 

გამზარდიასთავის გაუკრკვეველია, რატომ არ დათანხმდა „რუსთავი 2" „ტაბულასთან" ერთად ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან.



„მე არ ვიცი, რატომ რცხვენია „რუსთავი 2"-ს  „ტაბულასი", ვერ ვიგებ. ისე გამოვიდა, თითქოს შერცხვათ, ეს ორი ტელეკომპანია გვერდიგვერდ დამსხდარიყვნენ. მე მათ ადგილზე არ მოვიქცეოდი და არ მივაყენებდი შეურაცხყოფას მეორე ტელეკომპანიას. როდესაც რესპონდენტი სთავაზობს ასეთ შესაძლებლობას, არხმა ეს არ უნდა გაუშვას ხელიდან, მაგრამ „რუსთავი 2"-ს ეშინია იმის, რომ ამ არხზე ივანიშვილმა არ ამოაყირავოს ის ინფორმაცია და ცრუ პროპაგანდა, რასაც აღნიშნული ტელევიზია ეწევა", - განაცხადა გამზარდიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner