იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება წარმატებულია, თუმცა სურვილია სისტემა წავიდეს იმისკენ, რომ ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან თუნდაც ჰარვარდში სწავლაზე, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, რომელთაც საპირისპირო ოცნება აქვთ. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი იქნება დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისითაც არასრულწლოვნებში.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას.