logo_geo
eng_logo
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება
- +

20 სექტემბერი. 2019. 12:22

 

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავის დრამატულ თეატრში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. კონცერტს  არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

 

21-29 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ფესტივალს თელავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები: კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

 

საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად იქნებიან: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.

 

წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა - „საუბრები მუსიკაზე“ - ინტერაქტიული შეხვედრები, რომლებზეც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს და გაეცნოს მოწვეულ სტუმრებს. ამჯერად შეხვედრის მოდერატორები ზურაბ ქარუმიძე და ზაზა შათირიშვილი იქნებიან.

 

ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს  გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.  წლევანდელ ფესტივალზე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სოლო კონცერტს 9 წლის პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე გამართავს.

 

ფესტივალის წარმომდგენია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.  ფესტივალის ორგანიზატორი  სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი. მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.  საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ტელეკომპანიები „იმედი“ და „ARTAREA“.

 

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2019

 

პროგრამა

 

21 სექტემბერი, 19:00 სთ

თელავის დრამატული თეატრის დარბაზი

ფესტივალის გახსნა

საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი

სოლისტი - კოლია ბლახერი (ვიოლინო)

პროგრამა:

დვორჟაკი - მე-7 სიმფონია თხზ. 70 რე მინორი

ბრიტენი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის  თხზ.15

 

 

22 სექტემბერი, 19:00 სთ

თელავის დრამატული თეატრის დარბაზი

საგუნდო მუსიკის კონცერტი

ეძღვნება კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 80 წლისთავს

გორის ქალთა კამერული გუნდი

პროგრამაშია ი. კეჭაყმაძის, გ. ჩლაიძის, ჯ. ბეგლარიშვილის, ტ. კუტუნიოს, ი. კოსმას, ჰ. არლენის, ბ. კემპფერტის ნაწარმოებები, ასევე ხალხური სიმღერები

სოლისტები: თ. პავლიაშვილი, თ. ოქროპირიძე, თ. ცირამუა

 

25 სექტემბერი, 14:00 სთ

თელავის ისტორიული მუზეუმი

საუბრები მუსიკაზე

ზურაბ ქარუმიძე, ზაზა შათირიშვილი

 

25 სექტემბერი, 17:00 სთ

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

ნიკოლოზ ნამორაძე

პროგრამა:

ბახი  - პარტიტა №6 მი მინორი

სკრიაბინი - 8  ეტიუდი - თხზ. 42

ნამორაძე -  6 ეტიუდი

 

26 სექტემბერი, 19:00 სთ

თელავის დრამატული თეატრის დარბაზი

კამერული მუსიკის კონცერტი

ეძღვნება კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას

ელისო ვირსალაძე (ფ-ნო)

დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი

პროგრამა:

ჰაიდნი - სიმებიანი კვარტეტი №2, თხზ. 33 მი ბემოლ მაჟორი

მოცარტი - საფორტეპიანო კვარტეტი №2 მი ბემოლ მაჟორი

დვორჟაკი - საფორტეპიანო კვინტეტი  №2 თხზ. 81 ლა მაჟორი

 

27 სექტემბერი, 18:00 სთ

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

ცოტნე ზედგინიძე

პროგრამა:

ცოტნე ზედგინიძე - „ატილა“

შოსტაკოვიჩი - საფორტეპიანო კონცერტი №2 ფა მაჟორი, თხზ. 102

შონბერგი - Drei Klavierstücke, თხზ. 11

 

28 სექტემბერი, 19:00 სთ

თელავის დრამატული თეატრის დარბაზი

სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტების საღამო

საფესტივალო ორკესტრი,  დირიჟორი არიელ ცუკერმანი

სოლისტები - ჯან ჩაკმური (ფ-ნო)

ფუმიაკი მიურა (ვიოლინო)

პროგრამა:

შოპენი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის მი მინორი #1 თხზ 11

ჩაიკოვსკი  - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი  თხზ  35

 

29 სექტემბერი, 19:00 სთ

თელავის დრამატული თეატრის დარბაზი

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი

სოლისტები:

ელისო ვირსალაძე (ფ-ნო)

ალექსანდრ ბუზლოვი (ჩელო)

პროგრამა:

ჩაიკოვსკი - სერენადა სიმებიანი ორკესტრისათვის დო მაჟორი თხზ. 48

შოსტაკოვიჩი - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის # 1 მი ბემოლ მაჟორი თხზ.107

შუმანი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი თხზ. 54

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner